14-04-2020
ჩერნობილში ხანძარი მიტოვებულ ატომურ ელექტროსადგურს უახლოვდება. ცეცხლი, რომელიც ტყის მასივს უკიდია ქალაქ პრიპიატში უკვე გავრცელდა. ხანძარს მაღალი აქტივობის რადიოაქტიური ნარჩენების საცავამდე 2 კილომეტრი აშორებს. ცეცხლის ჩაქრობას ტერიტორიაზე 300-ზე მეტი მეხანძრე და 6 ვერტმფრენი ცდილობს.
ჩერნობილში ხანძარი 4 აპრილს, მას შემდეგ გაჩნდა, რაც ერთ-ერთმა მოქალაქემ ცეცხლი ბალახს წაუკიდა. ფაქტზე 27 წლის პირია დაკავებული.