გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამა თეოდორე გიგნაძე: ხელისუფლება არ ითხოვს ჩვენგან ქრისტეს უარყოფას, არამედ იგი მოსახლეობას უფრთხილდება

14-04-2020

„ხელისუფლება არ ითხოვს ჩვენგან ქრისტეს უარყოფას, არამედ იგი უფრთხილდება მოსახლეობას, მათ შორის ჩვენც, რამეთუ ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქენი ვართ“ - ამის შესახებ ჯვართამაღლების ტაძრის მღვდელთმთავარმა, მამა თეოდორე გიგნაძემ ვიდეო მიმართვისას ისაუბრა.

მისი თქმით, ეს მორჩილება სწორედ ის მორჩილებაა, რომელსაც გვავალდებულებს წინდა წერილი.

„ხელისუფლება არ ითხოვს ჩვენგან ქრისტეს უარყოფას, არამედ იგი უფრთხილდება მოსახლეობას, მათ შორის ჩვენც, რამეთუ ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქენი ვართ, რომ ვირუსულ დაავადებას, რომელმაც პანდემიის სახე მიიღო მთელ მსოფლიოში და ჩვენთან მადლობა ღმერთს, მას ეს სახე ჯერ არ მიუღია, არ შეეწირონ ჩვენი თანამოქალაქეები, ჩვენი სისხლი და ხორცი მითუმეტეს ასაკოვანი ადამიანები. ამიტომ ეს მორჩილება სწორედ ის მორჩიელებაა, რომელსაც გვავალდებულებს წინდა წერილი, კერძოდ, პავლე მოციქული და ზოგადად ის სული, რომელიც ქრისტეს ეკლესიაშია. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვითვალისწინებთ საპატრიარქო რეგულაციებსაც, იმიტომ, რომ ჩვენ ეკლესიის წიაღში ვმოქმედებთ და ეკლესიის გარეთ მღვდელი აღარ არის მღვდელი, ერის ადამიანი აღარ არის მრევლის წევრი და ეკლესიის წიაღში. ქრისტემ დაგლოცოთ, დაგვიფაროს უფალმა ამ განსაცდელის ჟამს და მოგვცეს შინაგანი რესურსი იმისა, რომ ჩვენ არა, მთელმა გარეგანმა არ დაგვაშოროს სიყვარულსა ქრისტესა, ამინ!" - განაცხადა თეოდორე გიგნაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930