გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს სავალუტო ფონდთან პროგრამის გაგრძელების პირობებზე შეთანხმებას, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის ნიშნავს დამატებით 447 მილიონ დოლარს

14-04-2020

უკვე დავასრულეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკება. საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის გაგრძელების პირობებზე შეთანხმებას, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის ნიშნავს დამატებით 447 მილიონ დოლარს, 1 წლის განმავლობაში, რომელიც იქნება შემოსული ჩვენს ეკონომიკაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული ბრიფინგისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმების პირობები, რომლებიც უკვე მიღწეულია. გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა აქტიურ მოლაპარაკებაშია საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930