20-03-2018
საკარანტინო მავნე ორგანიზმები წელს თურქეთიდან შემოტანილი კარტოფილის 20 პარტიაში აღმოჩნდა. ამის შესახებ შემოსავლების სამსახურზე დაყრდნობით 1tv-ი წერს.
18 შემთხვევაში, ეს იყო კარტოფილის კიბო. ლაბორატორიული კვლევით, ასევე დადასტურდა ოქროსფერი ნემატოდას და მურა სიდამპლეს არსებობა.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, 2017 წელს მავნე ორგანიზმები აღმოჩნდა თურქეთიდან შემოტანილ 12 პარტიაში. მათ შორის 7 შემთხვევა -კარტოფილის ჩრჩილი, 4 -კარტოფილის კიბო, ერთი კი რგოლური სიდამპლე იყო.
ყველა სასაქონლო პარტია, სადაც გამოვლინდა დარღვევა, დაექვემდებარა უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას.
ყველაზე მეტი კარტოფილი საქართველოში სწორედ თურქეთიდან შემოდის. 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე იმპორტის მოცულობამ 21 615 ტონა შეადგინა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველ ივნისამდე თურქეთიდან კარტოფილის იმპორტი აიკრძალა.