გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლონეთის მთავრობა დასავლეთ საქართველოში დახმარებას გურიიდან იწყებს

14-04-2020

სოლიდარობის ფონდმა PL, “კოვიდ 19” - ის წინააღმდეგ, პრევენციული აქტივობების ფარგლებში, გურიის რეგიონის მუნიციპალიტეტებისთვის, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას, სადეზინფექციო ხსნარები, ხელის ანტისეპტიკები, მრავალჯერადი გამოყენების მაღალი ხარისხის პირბადეები და შესაწამლი აპარატები გადასცა.

ღონისძიებას ფონდის დირექტორი იუსტინა კუცუკი, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

„ ჩვენმა პარტნიორებმა, "სოლიდარობის ფონდი პლ საქართველოში" გუნდის წევრებმა გადმოგვცეს კოვიდ -19 ბრძოლის პრევენციული საშუალებები. აღჭურვილობას შესაბამისი სამსახურები კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ გასამართი სხვადასხვა პრევენციული ღონისძიებებისთვის გამოიყენებენ. მინდა მადლობა გადავუხადო პოლონეთის მთავრობას, მხარდაჭერისა და თანადგომისთვის“- განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ შეხვედრისას აღნიშნა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და სოლიდარობის ფონდს, პარტნიორული ურთიერთთანამშრომლობის წარმატებული გამოცდილება აქვს, რაც სამოქალაქო ბიუჯეტის დანერგვას და კიდევ უფრო განვითარებას მოიცავს.

„მჯერა, რომ ასეთი თანადგომითა და მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ ერთად დავძლიოთ არსებული გამოწვევები. ერთმანეთის მხარდაჭერას მომავალშიც გავაგრძელებთ“ - აცხადებს დავით დარჩია.

სოციალური აქტივობისთვის გრანტი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოყო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930