გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბოლნისში არარეგისტრირებული მოქალაქეების მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გაყვანა აქტიურად მიმდინარეობს

15-04-2020

ბოლნისის მერიისა და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ბოლნისის ტერიტორიიდან საკარანტინო ზონაში დარჩენილი, მუნიციპალიტეტში არარეგისტრირებული მოქალაქეების გადაყვანა მიმდინარეობს.

44 მოქალაქეს კარანტინის გამოცხადების დროს ბოლნისში მოუწია ყოფნა. მუნიციპალიტეტიდან მოქალაქეების გადაყვანა სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსითა და კარანტინით გათვალისწინებული ყველა წესის დაცვით ხდება.

მოქალაქეები, რომლებიც ბოლნისის მუნიციპალიტეტს დატოვებენ სავალდებულო კარანტინს გაივლიან. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან საკარანტინო ზონაში დარჩენილი 80 პირის გაყვანა უკვე განხორციელდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930