15-04-2020
„ერთი სული აქვთ, საქართველოს ხელისუფლებამ დაუშვას დრამატული შეცდომა თუნდაც ეკლესიასთან მიმართებაში. მათ ეს ქვეყანა და ხალხი სძულთ“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილმა ტვ „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“.
მისი თქმით, ერთადერთი, რაც ნაციონალურ მოძრაობას სურს, ხელისუფლებაში დაბრუნებაა.
„ერთადერთი, ამ დანაშაულებრივ მავნებლურ პოლიტიკურ ძალას სურს ხელისუფლებაში დაბრუნება. დღევანდელი საზოგადოებრივი, ცივილიზაციური კონსენსუსით, რომელიც შეიქმნა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც, მათი ადგილი ხელისუფლებაში არ არის. უნდა მოხდეს რაიმე ისეთი ტიპის ტექტონიკა, რომელიც ახალ წესრიგს დაამყარებს, იმიტომ რომ, ძველ წესრიგშიც კი, როდესაც რაღაცეები დაზიანებული იყო, მაშინაც ვერ ახერხებდნენ კონსტიტუციური გზით, ამიტომ სულ გადატრიალებაზე ლაპარაკობდნენ, გეგმავდნენ და აკეთებდნენ. დღევანდელი კონსენსუსის პირობებში ეს არის უშანსოდ არჩეული ხელისუფლება. ამიტომ ერთადერთი მათი შანსი არის რომ დაინგრეს ეს ქვეყანა, იქნებ ახალში მაინც აირჩიონ“ - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.