15-04-2020
აშშ-ში ვირუსის გავრცელების დღევანდელი მდგომარეობის პროექცია საქართველოზე ნიშნავს 6068 ერთდროულად დაავადებულს, ჩვენ შეგვიძლია, ერთდროულად მოვუაროთ მხოლოდ 1200 ასეთ პაციენტს,- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური სოციალურ ქსელში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით წერს. სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
„აშშ-ში ვირუსის გავრცელების დღევანდელი მდგომარეობის პროექცია საქართველოზე, ნიშნავს 6068 ერთდროულად დაავადებულს;
იტალიაში ვირუსის გავრცელების დღევანდელი მდგომარეობის პროექცია საქართველოზე, ნიშნავს 6364 ერთდროულად დაავადებულს;
გაერთიანებულ სამეფოში ვირუსის გავრცელების დღევანდელი მდგომარეობის პროექცია საქართველოზე, ნიშნავს 4514 ერთდროულად დაავადებულს;
საფრანგეთში ვირუსის გავრცელების დღევანდელი მდგომარეობის პროექცია საქართველოზე, ნიშნავს 5453 ერთდროულად დაავადებულს;
ნიდერლანდებში ვირუსის გავრცელების დღევანდელი მდგომარეობის გავრცელების პროექცია საქართველოზე, ნიშნავს 5180 ერთდროულად დაავადებულს;
გერმანიაში ვირუსის გავრცელების დღევანდელი მდგომარეობის პროექცია საქართველოზე, ნიშნავს 2664 ერთდროულად დაავადებულს;
ჩვენ შეგვიძლია ერთდროულად მოვუაროთ #COVID19-ით დაავადებულ მხოლოდ 1200 ავადმყოფს.
#დარჩისახლში“, – წერს კახი ბექაური „ფეისბუქში“.