გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქეთევან ციხელაშვილი: ცხინვალის რეგიონში ადამიანებს სჭირდებათ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჯანდაცვის სერვისებზე წვდომა და მათ ამის შესაძლებლობა არ ეძლევათ

15-04-2020

„უკიდურესად საგანგაშო ხასიათი შეიძინა ვითარებამ ცხინვალის რეგიონში, ადამიანებს სჭირდებათ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჯანდაცვის სერვისებზე წვდომა და არ ეძლევათ ამის შესაძლებლობა იმის გამო, რომ რეგიონი არის იზოლირებული უკვე თვეების განმავლობაში“-ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა. ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით 4 სექტემბრიდან დღემდე 13 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა რეჟიმის ამგვარ მიდგომებს.

 

„იმის მიუხედავად, რომ ხდება ცხელ ხაზზე კომუნიკაცია ამ ადამიანების სურვილის და საჭიროების დაფიქსირება, მათ არ ეძლევათ შესაძლებლობა კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილების. ასეთი პაციენტები დღესაც იმყოფებიან ახალგორში და უნდა საუბედუროდ აღვნიშნო, რომ სწორედ ეს შეზღუდვები ყველაზე მეტად აზარალებს ახალგორის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას, რომელიც არის ფაქტობრივად გაგრძელება აი ამ ეთნიკური დისკრიმინაციის, რომელსაც აქვს სხვადსხვა ფორმა.

 

4 სექტემბრიდან - ეს ის თარიღია, როდესაც ახალგორის მიმართულებაზე ფაქტობრივად ერთადერთი გადასასვლელი პუნქტი ჩაიკეტა, დღემდე 13 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა აი ამ რეჟიმის ამგვარ მიდგომებს, რომელიც ჰუმანურობის არც ერთ პრინციპში არ ჯდება, რა თქმა უნდა სრულიად უკანონოა, ფაქტობრივად არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლებების უხეში შელახვა.

 

დღესაც ისევე როგორც ნებისმიერ სხვა შესაძლებლობას, პლატფორმას, ეთერს თუ სამუშაო ფორმატს ვიყენებ და ვიყენებთ ყველა ჩვენგანი და შესაბამისი უწყებები იმისათვის, რომ დავაფიქსიროთ პოზიცია და ასევე მოვუწოდოთ ყველა დე ფაქტო გადაწყვეტილების მიმღებთ, რომ ხელი არ შეუშალონ ადამიანებს, რომელთაც აი ახლა მიმდინარე რეჟიმში კრიტიკულად ესაჭიროებათ დახმარება და დრო მათთვის უდრის სიცოცხლეს, მიეცეთ შესაძლებლობა კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილების.

 

თქვენ იცით, რომ საქართველოს სახელმწიფო ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში უფასო რეფერალური პროგრამის ფარგლებში ემსახურება და ძალიან ბევრი სიცოცხლე იქნა შენარჩუნებული და ძალიან ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა გადარჩენილი“-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930