20-03-2018
თბილისში ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა 2017-2018 წელს კახეთის გზატკეცილზე, აღმაშენებლის ხეივანსა და წერეთლის გამზირზე მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ Allnews.ge-ს მიაწოდა.
უწყების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, წელს, კახეთის გზატკეცილზე 21 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, 2017 წელს კი ამავე მონაკვეთზე 113 შემთხვევა მოხდა.
რაც შეეხება აღმაშენებლის ხეივანს, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა აქ 14-ს შეადგენდა, გასულ წელს კი 81-ს.
წერეთლის გამზირზე წელს 12, ხოლო 2017 წელს 72 ავტოსაგზა შემთხვევა მოხდა.
რაც შეეხება სხვა ქუჩებს, 2018 წელს ბელიაშვილის ქუჩაზე 9 ავტოსაგზაო შემთხვევა, ხოლო გასულ წელს 42 მოხდა, მარჯვენა სანაპიროზეც წელს 9, ხოლო გასულ წელს
73 შემთხვევა მოხდა.
ავტოსაგზაო შემთხვევები სხვა ქუჩებთან შედარებით ასევე ხშირად ხდება გურამიშვილის გამზირზე, სადაც წელს 8, ხოლო 2017 წელს 65 შემთხვევა დაფიქსირდა.
შსს ცნობით, 2018 წლის იანვარ-თებერვალში თბილისში სულ 440, ხოლო 2017 წელს 2 934 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა.