16-04-2020
ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 336 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
მათ შორის 74 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 5000 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 494 ადამიანი რჩება.