გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ჯარი ყოველთვის არის და იქნება იქ, სადაც სახელმწიფოს, ჩვენს ხალხს სჭირდება

16-04-2020

„ჩვენი ჯარი ყოველთვის არის და იქნება იქ, სადაც ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ხალხს სჭირდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ და აღვასრულებთ მთავრობის გადაწყვეტილებებს პოლიციასთან ერთად“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ სტუმრობისას და ეპიდემიასთან ბრძოლაში თავდაცვის ძალების მონაწილეობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ქართველ სამხედროებს უხილავ მტერთან ბრძოლის გამოცდილება არ ჰქონია და მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთანავე ჯარი ეპიდემიასთან ბრძოლაში ჩაერთო.

ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებში თავდაცვის ძალების უშუალო ამოცანაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, თავდაცვის ძალების მიერ მოწყობილია 70 საკონტროლო გამშვები პუნქტი, დაახლოებით 950 000 მოქალაქეს ჩაუტარდა სამხედრო ექიმების მიერ თერმოსკრინინგი და თითქმის 470 000 ავტომობილი დამუშავდა სადეზინფექციო ხსნარით საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის ასეულის მიერ, რომელიც სპეციალური ეკიპირებითაა აღჭურვილი.

თავდაცვის მინისტრმა საუბრისას კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებში თავდაცვისა და შსს-ს ძალების გამართულ კოორდინირებულ მუშაობას გაუსვა ხაზი. „ეს გაკვეთილის მომცემია ჩვენთვის და ჩვენი სამხედროებისთვის, თავდაცვის ძალების სამეთაურო რგოლისთვის, ასევე ზოგადად აღმასრულებლებისთვის, ვინაიდან ჩვენ მოგვეცა უნიკალური შესაძლებლობა, პოლიციასთან ერთად მოხდეს კოორდინირებული შერკინება და გამკლავება ასეთ უხილავ მტერთან, პრობლემასთან“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.


მინისტრმა იმ ღონისძიებების შესახებაც იმსჯელა, რომელიც ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში თავდაცვის უწყებაში გატარდა. როგორც მან აღნიშნა, ეპიდემიის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაახლოებით 2 თვის წინ, უწყებაში შეიქმნა შესაბამისი შტაბი, გაიმართა მართვის ცენტრი, 21 მარტიდან ჯარი ყაზარმულ მდგომარეობაზე გადავიდა, მაქსიმალურად გამკაცრებულია სამხედროების შესვლა, მათ უტარდებათ თერმოსკრინინგი, მუდმივად უტარდებათ შემოწმება. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება სამედიცინო დეპარტამენტის აქტიურ ჩართულობასა და გორის სამხედრო ჰოსპიტალის მაღალ პროფესიონალიზმზეც გაამახვილა და სამხედრო ექიმებსა და სამხედროებს ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში მადლობა გადაუხადა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930