გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ოპოზიციის უსუსური მცდელობების მიუხედავად, სახელმწიფო ხალხთან ერთად აუცილებლად გამარჯვებული გამოვა

16-04-2020

ჩვენ ისეთი ხელისუფლება გყავდა „ნაცმოძრაობის“ სახით და ისეთი ოპოზიცია გვყავს, რომ ჩემში პირადად არავითარ გაკვირვებას აღარ იწვევს მათი ასეთი უმსგავსო და ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკლესიური ქმედებები. ისინი პირდაპირ მოუწოდებდნენ და მე ვიცი მათი განზრახვა, რომ მათი სურვილი იყო ეკლესიის კარების დაკეტვა და რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობისა და სახელმწიფოს ჩამოშლა - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა „ღია ეთერში“ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღეს სახელმწიფოსა და მთავრობას უწევს ჭიდილი 2 ფრონტზე - ერთი უხილავ მტერთან და მეორე, ხილულ მტერთან. „მე არ მოვერიდები ამის თქმას, რომ ეს ადამიანები რასაც სჩადიან, სხვა არაფერია, თუ არა მტრობა და ბოროტება. მათი უსუსური მცდელობის მიუხედავად, ვერაფერში ვერ დასდეს მთავრობას ბრალი და ბოლოს ისიც იკადრეს, რომ ბიძინა ივანიშვილის უპრეცენდენტო ქველმოქმედება ამორალურად გააკრიტიკეს.

უპრეცედენტო შეიძლება მათთვის, მაგრამ მოგეხსენებათ, ჩვენი პარტიის თავმჯდომარე უპრეცედენტო ქველმოქმედებას ეწეოდა და ეწევა ბოლო 20-25 წლის განმავლობაში და მისი მხრიდან მორიგ უპრეცედენტო შემოწირულობას ჰქონდა ადგილი ასი მილიონის სახით. აქაც, ამ ადამიანებისგან, ნაცმოძრაობის მხრიდან, ასე ვთქვათ, მათი კლასტერიდან, ვიხილეთ ამორალური კრიტიკა და განქიქება ამ საქმის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, ოპოზიციის ამ მცდელობების მიუხედავად, მთავრობა ხალხთან ერთად აუცილებლად გაიმარჯვებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930