გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„საპარტნიორო ფონდსა“ და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას (IFC) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

20-03-2018

სს „საპარტნიორო ფონდსა“ და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას (IFC) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

 

მემორანდუმის  ითვალისწინებს  ფონდის საკუთრებაში არსებული კლინიკების განვითარების მიზნით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, „საპარტნიორო ფონდსა“ და IFC-ს შორის თანამშრომლობის ჩარჩო ფორმატის შემუშავებას.

 

მემორანდუმის გაფორმებამდე, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ IFC-ის რეგიონულ მენეჯერთან სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენთან გამართა შეხვედრა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და კონკრეტული ამოცანები დასახეს. 

 

„საპარტნიორო ფონდის“ კუთვნილებაშია სამი მსხვილი კლინიკა: ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი და თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო. 

 

„საპარტნიორო ფონდი“ ამ საავადმყოფოების განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო დაწესებულებებად გადაქცევის მიზნით, მოლაპარაკებებს პოტენციურ ინვესტორებთან და საფინანსო ინსტიტუტებთან მართავს. 

 

ურთიერთგაგების მემორანდუმს „საპარტნიორო ფონდის“ მხრიდან, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგენელიძემ მოაწერა ხელი, IFC-ს მხრიდან კი – საჯარო-კერძო თანამშრომლობის (PPP) პროგრამის რეგიონულმა მენეჯერმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, გიორგი პეტროვმა.  „საპარნტიორო ფონდში“ მემორანდუმის ხელმოწერას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა და „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი „კლინიკების განვითარების კომპანიის“ დირექტორი თეა გიორგაძე დაესწრნენ.  


საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) შესახებ:

 

IFC მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია, რომელიც განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორს უწყობს ხელს. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.ifc.org.

 

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930