16-04-2020
ჯანდაცვის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ აღდგომის ღამეს საქართველოს ეკლესიებში წირვა ონლაინ-რეჟიმში ჩატარდება. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი აპლიკაციის პრეზენტაციაზე განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს ეკლესიასთან მოლაპარაკების კუთხით საკმაოდ დადებითი დინამიკა, ეს აუცილებელად უნდა აღინიშნოს. ასევე, გარკვეული წინამძღვრებისგან დღეს ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი გამოხმაურება, როდესაც ისინი უკვე თვითონ მოუწოდებენ მრევლს ამ საფრთხის გამო რომ დარჩნენ სახლში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგი 2 დღის განმავლობაში ჩვენ კიდევ უფრო ნათლად დავინახავთ თუ რამდენად მაღალი სოციალური და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა აქვთ ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს მრევლს. ასევე, რა თქმა უნდა, ეკლესიასაც. აქედან გამომდინარე, მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ აღდგომის ღამე ნამდვილად ჩატარდეს ონლაინ რეჟიმში წირვა და ეკლესიებში მრევლი არ მივიდეს“, - თქვა მინისტრმა.
საქართველოს მთავრობის და საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, აღდგომას მრევლი ეკლესიებში 21:00 საათამდე მივა და 06:00 საათამდე ტაძრებში დარჩება.