16-04-2020
ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ააიპ ,,სათნოების სახლის“ ბენეფიციარებს დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და საჩუქრად სააღდგომო ნობათები გადასცა. ნობათი 160-მა ოჯახმა, მათ შორის შინმოვლის სერვისის ბენეფიციარებმაც მიიღეს.
სურსათის დარიგების პროცესში სოციალური დისტანციის დაცვას მოხალისეები უზრუნველყოფდნენ. ნობათების გადაცემა საკარანტინო მდგომარეობით გათვალისწინებული ყველა წესის დაცვით მოხდა.