16-04-2020
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეორე ორსული პაციენტიც გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.
მისი თქმით, პაციენტი უკვე გაეწერა კლინიკიდან.
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ორსულ პაციენტთან ერთად, რამდენიმე პირი, მათ შორის 82 წლის ქალბატონიც გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის კლინიკაში კოვიდინფექციით 81 პაციენტი მკურნალობს. მათგან 9 რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, 5 პაციენტის მდგომარეობა კი განსაკუთრებით მძიმეა.