16-04-2020
ნუ დალევთ მდუღარე წყალს - მოსახლეობას დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი მიმართავს.
გუგა ქაშიბაძის თქმით, არის ახალი ტენდენცია, მოქალაქეებს ჰგონიათ, რომ COVID-19-ის პრევენცია შესაძლებელია ცხელი წყლის მიღებით და შედეგად- ტუჩების, ენისა და საყლაპავის დამწვრობას იღებენ. ასეთი რამდენიმე პაციენტი კლინიკაში უკვე მკურნალობს.
ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას მოუწოდებს, გაითვალისწინონ ექიმების რეკომენდაციები და არა გაურკვეველი წყაროებიდან ჭორად მოსმენილი რჩევები.