გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თენგიზ ცერცვაძე: აჭარაში კოვიდის მართვა მაღალი საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ხორციელდება , ბათუმის ახალმა რესპუბლიკურმა საავადმყოფომ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა

16-04-2020



აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორთან თენგიზ ცერცვაძესთან და აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან ერთად აჭარაში Covid-19 მართვაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებები დაათვალიერა და კლინიკებში არსებული სერვისების მიწოდების ხარისხს ადგილზე გაეცნო.

,,ჩვენ ვნახეთ რესპუბლიკური საავადმყოფო, პირადად მთავრობის თავმჯდომარე ბატონი თორნიკე ბრძანდებოდა და მართალი გითხრათ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა იმან, რაც ვნახე. ეს არის, ყოველგვარი შელამაზების გარეშე, საერთაშორისო სტანდარტების საავადმყოფო თავისი დიზაინით, აღჭურვილობით და ინფრასტრუქტურით “- განაცხადა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა ცხელების ნიშნების მქონე და Covid-19 ინფიცირებული პაციენტების მისაღებად უმოკლეს დროში აღიჭურვა, რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად გაიხსნა და ამ ეტაპზე უკვე მიიღო 20 პაციენტი. შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე საავადმყოფოს სასწრაფო წესით აღჭურვისათვის შეძენილ იქნა დამატებით 27 მართვითი სუნთქვის აპარატი, 170 მრავალფუნქციური და საპალატე საწოლი, სამედიცინო აპარატები და აღჭურვილობა, რაც საჭიროა პაციენტთა სრული სერვისისთვის. აჭარაში კორონავირუსისა და ასევე, ცხელების ნიშნების მქონე პაციენტების სამართავად ჯამში 4 კლინიკაა მობილიზებული.

თენგიზ ცერცვაძის თქმით საავადმყოფო კარგ დროს გაიხსნა, ახლა, როდესაც ქვეყანას ძალიან სჭირდება თანამედროვე კლინიკები, რომლებიც მზად არიან მიიღო პაციენტები და საუკეთესო სტანდარტებით უმკურნალოს.

პროფესორ თენგიზ ცერცვაძის შეფასებით ბათუმის კლინიკა „მედალფა“ არის ერთ-ერთი საუკეთესო. „ძნელია ასე ცალსახად თქვა, მაგრამ გადაჭარბების გარეშე, ერთ-ერთი საუკეთესო კლინიკაა საქართველოში, სადაც Covid-19-ით ინფიცირებულებს მკურნალობენ უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, ყველა გაგებით. კლინიკა გამორჩეულია ინოვაციური მიდგომით. ექიმები და მენეჯმენტი იყენებს ყველა სიახლეს, რაც კი არსებობს მსოფლიოში და რაც ნებადართულია ოფიციალურად,“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ მედიასთან, ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ სტუმრობის შემდეგ.

rustavi2

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930