გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ვოლსკი: მედია თავისუფლება საქართველოში არის უზრუნველყოფილი

16-04-2020

მედია თავისუფლება საქართველოში არის უზრუნველყოფილი და ამას ხაზგასმით აღნიშნავენ მსოფლიო ბანკის თუ სხვა კომპეტენტური ორგანიზაციების კვლევები, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ Amnesti internacional-ის სტატიასთან დაკავშირებით, რომელშიც გამოთქმულია წუხილი საქართველოში მედიის თავისუფლების კუთხით. სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის და „პირველის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, ასევე ხაზგასმულია, რომ სამართალდამცავმა უწყებებმა რუსთავი 2-ის ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას, თიბისი ბანკის დამფუძნებელ ხაზარაძის და ტელეკომპანია „პირველის“ მფლობელის წერეთლის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.


„Amnesti internacional-ის დასკვნები ემყარება იმ დასკვნებს და პროპაგანდისტულ მუშაობას, რომელსაც ინტენსიურად ეწევა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფი, შეიძლება ითქვას არა მარტო ერთი ჯგუფი, არამედ რამდენიმე ჯგუფი და Amnesti internacional-იც ემყარება იმ ინფორმაციას, რომელსაც იღებს. რასაკვირველია, კრიტიკა აუცილებელია, სახელმწიფო უნდა იყოს მუდმივად მობილიზებული, მაგრამ ვერავინ ვერ გაიზიარებს იმ მოსაზრებას, რომ ოპოზიციური მედია შეზღუდული იქნა, პირიქით, მე მგონია, რომ ასეთი ოპოზიციური მედია, ამ ინტენსივობით და ამ ძალებით, არც ერთ სახელმწიფოს აღმოსავლეთ ევროპაში არა ჰყავს. დასავლეთ ევროპის მედია სიტუაციის ანალიზიც გვიჩვენებს იმას, რაც გამოიხატება არაერთ კომპეტენტურ დასკვნაში, მათ შორის, მსოფლიო ბანკის კვლევებში, თუ სხვა კომპეტენტური ორგანიზაციების კვლევებში. მედია თავისუფლება საქართველოში არის უზრუნველყოფილი“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.


პირველი ვიცე-სპიკერის შეფასებით, თუ კონკრეტული ადამიანები სჩადიან დანაშაულს, ამას არანაირი კავშირი არა აქვს არც პოლიტიკასთან, არც მედიასთან, არც სიტყვის თავისუფლებასთან.


„ეს ყველასთვის ნათელია, მათ შორის, იმ ადამიანებისთვის, ვინც „იღწვიან“, რომ საქართველოს ჩრდილი მიაყენონ ამ კუთხით. სასიხარულოა, რომ Amnesti internacional-ის გარდა არსებობს კვლევები, რომლებიც აბსოლუტურად სხვა სურათს გვიჩვენებს. საქართველო ყველა მონაცემით, ყველა საკითხთან დაკავშირებით რეგიონში ინარჩუნებს მყარ პირველ ადგილს და არის ყოველთვის იმ ოცეულში, რასაც ჰქვია განვითარებული დემოკრატიები“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930