გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივნისი 12, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს შესაძლოა, დღეს გადასცენ

20-03-2018

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, კახაბერ ქიმოკლიძის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს შესაძლოა, დღეს გადასცენ.

მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ტატუნაშვილის ოჯახის წევრებთან მუდმივი კომუნიკაცია აქვს.

ამის შესახებ განცხადება  ქიმოკლიძემ წილკანში ყოფნისას გააკეთა.

„ჩვენ გვაქვს წინასარი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს შესაძლებელია მოხდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება. ცხადია , გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია არჩილ ტატუნაშვილის ოჯახთან. ყველა შესაბამისი სამსახური თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში,  ამ მიმართულებით  აქტიურად მუშაობს,“-განაცხადა  ქიმოკლიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ახალგორში საქართველოს კიდევ ორ მოქალაქესთან ერთად 22 თებერვალს დააკავეს.

 23 თებერვალს კი დე ფაქტო ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი კიბეზე დაგორების შედეგად მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30