გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დევნილთა სამინისტრომ სამეგრელოს რეგიონში სახლი 53 ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდა

20-03-2018

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ კობა ქანთარიამ ზუგდიდისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის შესყიდული კერძო სახლები დაათვალიერეს. 

 

სოზარ სუბარი ზუგდიდში, იუსტიციის სახლში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის სახლების საკუთრებაში გადაცემის პროცედურასაც დაესწრო.

 

2013 წლიდან დღემდე, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ სამეგრელოს რეგიონში  სახლი სტიქიური მოვლენების შედეგად  დაზარალებულ 53 ოჯახს  შეუსყიდა.

 

ეკომიგრანტი ოჯახები, 25 000 ლარის ფარგლებში,  სახლებს თავისი სურვილის მიხედვით არჩევენ. კერძო სახლებს, უმეტეს შემთხვევაში, თან  ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც მათთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.

 

სახელმწიფომ,  2013 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი სახლი  1000-ზე მეტ ეკომიგრანტ ოჯახს გადასცა.

 

2018 წელს, აჭარის მთავრობასთან ერთად, იგეგმება კიდევ 445  ოჯახის განსახლება, ამ ეტაპზე, 70-მდე სახლი უკვე შესყიდულია.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930