გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარინა ეზუგბაია: მე და ჩემი თანამშრომლები უკვე მესამე თვეა ძირითადად კლინიკაში ვცხოვრობთ

17-04-2020

ჩვენი ცენტრი უკვე მესამე თვეა ასეთ მდგომარეობაშია, დარჩით სახლშია, იმიტომ რომ, და მე და ჩემი თანამშრომლები უკვე მესამე თვეა ძირითადად აქ ვცხოვრობთ. ჩვენი ცხოვრების წესია მხოლოდ სამსახური და გარკვეულ პერიოდში, ვისაც შეგვიძლია სახლში წასვლა- ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განუცხადა.

მარინა ეზუგბაიამ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი შემთხვევების ზომიერი და კონტროლირებადი მატება.

„აქედან გამომდინარე, შეიძლება ძალიან რთული იყოს ვიყოთ სახლში, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა შევასრულოთ და დავრჩეთ სახლში, რომ ერთმანეთს გავუფრთხილეთ, ერთმანეთს სიცოცხლე ვაჩუქოთ, ქვეყანა გადავარჩინოთ რყევებისგან და ხვალ გვქონდეს ნათელი და კარგი მომავალი. ძალიან გთხოვთ, დავრჩეთ სახლში“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსი 370 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 77 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930