17-04-2020
“ყველამ თავი უნდა შევიკავოთ და არ გავიდეთ ქუჩაში. ქუჩაში გასვლა და ერთმანეთთან კონტაქტი ნიშნავს იმას, რომ არ ვიცით ვინ ვართ ინფექციის გადამდები და მხოლოდ ერთი რამე გადაარჩენს კაცობრიობას – სოციალური დისტანცია ფიზიკური დისტანციით. ყველას თხოვნაა, მედპერსონალის, ყველას მოთხოვნაა, შევიკავოთ თავშეყრისგან თავი, რომ მომავალ წელს გაზაფხულზე კვლავ შევხვდეთ ერთმანეთს”.
ამის შესახებ ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.
შეკითხვაზე, რამდენად ხშირია პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში შემთხვევები, როდესაც პაციენტები კლინიკაში მხოლოდ იმიტომ შემოდიან და მათ ტესტირება მხოლოდ იმიტომ უტარდებათ, რომ ინფიცირებულებთან იყვნენ კონტაქტში, მაგრამ არანაირი გამოხატული სიმპტომატიკა არ აღენიშნებათ და დაავადება ფეხზე გადააქვთ, ლევან რატიანმა განაცხადა, რომ საერთოდ, ინფექციური პათოლოგიების შემთხვევაში ბუნების კანონია ის, რომ შეიძლება, ინფექციის მიმღები ვიყოთ, მაგრამ არ ვიყოთ დაავადებული და ამ დაავადების სივერაგე სწორედ ეს არის.
„შემთხვევების 80 პროცენტში დაავადების გამავრცელებლები ვართ ადამიანები, ვინც ვირუსის მატარებელი ვართ და არ ვართ დაავადებული, ანუ, არც ერთი კლინიკური ნიშანი არ გვაქვს. აი, ამიტომ უნდა დავიცვათ ყველა წესი და კანონი, რაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის მოწოდებული, რათა ადამიანები არ დავაინფიციროთ“, – განაცხადა ლევან რატიანმა.