17-04-2020
მოსკოვის მერის მოადგილემ ანასტასია რაკოვამ მოსახლეობას ქალაქში კორონავირუსის გავრცელების პიკის შესახებ პროგნოზი გააცნო. მისი თქმით, რუსეთის დედაქალაქში პანდემიის პიკს მომდევნო 2-3 კვირაში ელოდებიან. ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.
"უახლოესი კვირები იქნება ურთულესი",- აღნიშნა ანასტასია რაკოვამ.
როგორც მოსკოვის მერი მოადგილემ განაცხადა, მნიშვნელოვნად გაიზრდება დაწოლა ქალაქის საავადმყოფოებზე, რის გამოც მათი დამატებითი საწოლებით აჭურვის პროცესი მიმდინარეობს.
ამ დროისთვის რუსეთში კორონავირუსის 27 938 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 232 ადამიანი.