17-04-2020
მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ახლა ჩინეთია. ჩინეთიდან საგანგაშო ინფორმაცია მოდის. ქვეყანაში, რომელშიც ვირუსის ტალღამ გადაიარა, მოულოდნელად დღე-ღამეში 1290 ადამიანი გარდაიცვალა.
ეს მონაცემები ჯანდაცვის მსოფლიო რგანიზაციის რუკაზე რამდენიმე საათის წინ წითელ გრაფაში მოინიშნა.
ვრცელდება რამდენიმე ვერსია- ერთი უკავშირდება ინფორმაციის დამალვას, რომლის თანახმად ოფიციალური პეკინი არასწორ მონაცემებს აქვეყნებდა და რეალურად, ვითარება ისევ რთულია და მეორე- კორონავრუსი დაბრუნდა და პირებს, რომლებმაც დაავადება გადაიტანეს, ის თავიდან და დაქვეითებული იმუნიტეტის ფონზე, უფრო რთული ფორმით ემართებათ.