გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ობიექტივის“ გადამღებ ჯგუფსა და ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელებს შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს

20-03-2018


შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადამღებ ჯგუფსა და ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყებაში აცხადებენ, „ობიექტივის“ თანამშრომლები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ, სხეულის დაზიანებებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში 14:10 საათზე შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ცუცქირიძის ქუჩაზე ადგილი ჰქონდა მოქალაქეებს შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას.

შეტყობინების მიღებისთანავე, სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად  გამოცხადდნენ, რომლებმაც  საგამოძიებო მოქმედებები დაუყოვნებლივ დაიწყეს.

პირველადი ინფორმაციით, ტელეკომპანია „ობიექტივის“ ჟურნალისტი, 1994 წელს დაბადებული ნ.ლ.  და ოპერატორი, 1993 წელს დაბადებული დ.მ. დაგეგმილი სიუჟეტისთვის ვიდეომასალას აგროვებდნენ, რისთვისაც ცუცქირიძის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის გადაღებას ახორციელებდნენ. გადამღებ ჯგუფს იმავე ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სასტუმროს მფლობელელთან, 1960 წელს დაბადებულ გ.ე.-სთან და 1996 წელს დაბადებული ე.ე.-სთან სიტყვიერი კონფილქტი მოუხდათ, რაც ფიზიკური დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ამ დროისთვის, „ობიექტივის“ თანამშრომლები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ, სხეულის დაზიანებებით, საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი, თუმცა  მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება ინციდენტში მონაწილე ორივე მხარის, გ.ე.-ს, ე.ე.-სა და დ.მ.-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის  126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს“- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930