გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გუგა ქაშაბიძე: დროა, ყველამ შევიგნოთ-ეს არის ომი... სახლიდან გასვლამ შეიძლება ახალი კლასტერები გააჩინოს

17-04-2020

დამწვრობის ცენტრის დირექტორი გუგა ქაშიბაძე მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ და მედიკოსების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს. გუგა ქაშიბაძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ სახლიდან გასვლამ შესაძლოა ახალი კლასტერის შექმნას შეუწყოს ხელი.

"იმუნიტეტის სპეციალურად ამაღლებისათვის მედიკამენტები არ არის საჭირო. პირველ რიგში არის ჯანსაღი ცხოვრების წესი, ამაზე ვსაუბრობთ არა მარტო ჩვენ, არამედ მთელი მსოფლიო, დისტანცირება, სახლში დარჩენა და რაც შეიძლება ნაკლები საფრთხე შეექმნას ჩვენი ოჯახის წევრებს იმიტომ, რომ ყოველი ზედმეტი კონტაქტი სხვა ადამიანთან არის კიდევ დამატებითი რისკი. ერთი არასწორი მოძრაობით და ერთი არასწორი ნაბიჯით შეიძლება ვინმეს სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე შევუქმნათ, ამიტომ იგივე მოწოდება მექნება მეც: რაც შეიძლება მეტი ადამიანი დარჩეს სახლში.

დროა ყველამ შევიგნოთ, რომ ეს არის ომი. ეს არ არის მხოლოდ ექიმების, ჟურნალისტების, ან მარტო პოლიტიკოსების ომი, ეს არის ყველას ომი, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველამ თავისი როლი შეასრულოს ამ ომში იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყოველი ზედმეტი კონტაქტი და ზედმეტად სახლიდან გასვლა შეიძლება დასაბამს უწევდეს რაღაცა კლასტერის ჩამოყალიბებას. მტერი იმაზე ახლოსაა, ვიდრე ჩვენ გვგონია, ის ჩვენ გვერდითაა, მერე რა, რომ ვერ ვხედავთ," - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

ცენტრის დირექტორმა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც სადღესასწაულო ღვთისმსახურება მრევლთან, 2 000 ადამიანის თანდასწრებით ჩატარდება.

გუგა ქაშიბაძეს გადაწყვეტილება წარმოუდგენლად მიაჩნია და ამბობს, რომ კარგად დატრენინგებული მედპერსონალიც კი უშვებს შეცდომას. მისი თქმით, შესაძლებელია ძალიან მარტივად დაინფიცირდე და დააინფიცირო სხვაც.

"წარმოუდგენლად მეჩვენება იმიტომ, რომ თუ კარგად დავუკვირდებით და რაღაც გარკვეულ ჩანაწერებს გავაკეთებთ, მტევანი რამდენჯერ ეხება ჩვენს სახეს, თვალებს, პირს ჩვენ თვითონაც ვერ აღვიქვამთ ისე შეიძლება ნორმები დავარღვიოთ. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა იმიტომ, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ექიმები და მედპერსონალი არის დაინფიცირებული მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მრავალი ტრენინგი აქვთ ჩატარებული, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ინფექციასთან ბრძოლის დროს. ეს ჩვენდაუნებურად ხდება ყველაფერი, შეგნებულად, ბუნებრივია ამას არ აკეთებ, მაგრამ შეიძლება ძალიან ადვილად დაინფიცირდება და დააინფიცირო კიდეც სხვები," - განაცხადა დამწვრობის ცენტრის დირექტორმა.

გუგა ქაშიბაძეს თქმით, COVID-19-თან ბრძოლაში, სადაც ქვეყნის საჭიროებაა სხვა პროფილის მედიკოსებიც ჩაერთვებიან აღნიშნულ ბრძოლაში.

"ბუნებრივია, სადაც დასჭირდება ქვეყანას, იქ დადგება არა მარტო ექიმები, არამედ მედდები და მათი დამხმარეები. ყოველდღიური ტრენინგი მიმდინარეობს ჩვენი დამწვრობის ცენტრში, არა მარტო ხეჩინაშვილის კლინიკაში იმიტომ, რომ საფრთხე არის ძალიან ახლოს, უფლება არ გვაქვს შეცდომა დავუშვათ იმიტომ, რომ მედპერსონალის სახლში, თვითიზოლაციაში გადასვლა ნიშნავს, რომ პაციენტები დარჩებიან ექიმების გარეშე, რაც სრული კატასტროფა იქნება," - აცხადებს გუგა ქაშიბაძე.

რუსთავი2

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930