17-04-2020
რუსეთში, ადგილობრივი მედიის ცნობით, ათობით კადეტი და ინსტრუქტორი, რომელიც 9 მაისის აღლუმისთვის რეპეტიციებს გადიოდა, კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაციას სანქტ-პეტერბურგის ელიტარული საზღვაო ძალების სკოლის ხელმძღვანელიც ადასტურებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებულებს შორის 31 პირი 15-დან 17-წლამდეა, ხოლო დანარჩენები ბევრად უფროსები არიან და რისკჯგუფს მიეკუთვნებიან.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 9 მაისის ღონისძიებები გადადო.