გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: მომავალი კვირიდან ონლაინ ვაჭრობის კომპანიების შემოწმებას დავიწყებთ

17-04-2020

მომავალი კვირიდან დაიწყება იმ კომპანიების შემოწმება, რომლებიც ონლაინ ვაჭრობას ეწევიან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, ონლაინ ვაჭრობის კომპანიების მონიტორინგი და შემოწმება იმის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ეს სექტორი უფრო სწრაფად და ხარისხიანად მომზადებულ შეხვდეს იმ მომენტს, როდესაც ყველა ერთად დავიწყებთ ეკონომიკის ამოქმედებას.

„იმ მომენტისთვის, როდესაც დავიწყებთ ეკონომიკის ჩართვასა და ამოქმედებას, „ერთ-ერთი პრიორიტეტი ბიზნეს სექტორებს შორის იქნება ონლაინ ვაჭრობა და ის კომპანიები, რომლებიც დაკავებული არიან ან გადაეწყვნენ ონლაინ ვაჭრობაზე. აქედან გამომდინარე, შემდეგ კვირაში, ჩვენ პრიორიტეტულად დავიწყებთ სწორედ ონლაინ ვაჭრობის კომპანიების მონიტორინგს და შემოწმებას, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, უფრო სწრაფად და ხარისხიანად შევამზადოთ ეს სექტორი იმ მომენტისთვის, როდესაც ყველა ერთად დავიწყებთ ეკონომიკის ამოქოქვას და მათ ექნებათ უსაფრთხო საქმიანობის შესაძლებლობა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930