17-04-2020
ახალციხის მუნიციპალიტეტში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული და უკიდურესად შეჭირვებული ოჯახებისათვის საკვები პროდუქტები დარიგდა.
ჯამში, სასურსათო დახმარება 220 ოჯახს გაეწია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პირადად მოინახულეს ოჯახები და პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტები (ფქვილი, მაკარონი, ვერმიშელი, შაქარი, ზეთი) ადგილზე გადასცეს.
აღნიშნული დახმარება, ახალციხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის შესაბამისად, უკიდურესად შეჭირვებული ოჯახებისათვის ყოველკვარტლურად, ხოლო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული ოჯახებისათვის ახალი წლისა და აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გაიცემა.