20-04-2020
“ყველამ ყველაფერი უნდა ვიცოდეთ და ღია უნდა ვიყოთ ყველასთვის” – განაცხადა “მთავარ არხთან” ინტერვიუში პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა.
ლევან რატიანი: ჩემი ყველაზე დიდი მოკავშირე ამ ბრძოლაში არის ჩემი გუნდი. ვინც დავრჩით, ყველაფერი გამოჩნდა, მერე…
ნიკა გვარამია: რას ნიშნავს ვინც დარჩით, ვიღაცაები წავიდნენ?
ლევან რატიანი: ვიღაცაებს შეეშინდათ და წავიდნენ, ბევრი კათედრიდან გავიდა, ჩვენი კლინიკიდან, მაგრამ პირობას ვიძლევი, რომ მე თუ იქ დავრჩი, ისინი უკან ვეღარ დაბრუნდებიან. უკეთესებით შევავსებ. მშიშარა ექიმთან ურთიერთობა ძალიან ძნელია. რომ მოხვიდეთ ჩემს კლინიკაში, დაწყებული სანიტრიდან, კათედრის ექიმამდე, ის, ვინც ჩემს კლინიკაში დარჩნენ, უთოფო გმირები არიან. თან, რომ ვერ წარმომდეგინა, ეს უსუსური ქლბატონები, 14 დღე იქ არიან.
ნიკა გვარამია: სად წავიდნენ, პროფესიიდან წავიდნენ?
ლევან რატიანი: არა, პროფესიიდან არა, სხვა კლინიკაში წავიდნენ… სიმართლე გითხრათ, იქ მოწყვლადი ჯგუფი დარჩა.
“იცით, მე 6 თვის შვილი მყავს და ორი თვე არ მინახავს.” – განაცხადა ლევან რატიანმა გადაცემაში. ბავშებზე საუბრისას მან აღნიშნა ასევე, რომ დაავადება მათში მძიმე ფორმით არ მიმდინარეობს, რასაც სტატისტიკა აჩვენებს.
წამყვანის კითხვაზე: თქვენ არ გეშინიათ კორონავირუსით სიკვდილის? ლევან რატიანმა განაცხადა: რომ გითხრათ, რომ არ მიფიქრია, მოგატყუებთ, მიფიქრია მაგრამ წამიერად. ამ წუთში, სიკვდილის შიში დაძლეული მაქვს, იმიტომ რომ ვიცი სხვა ბევრი უნდა გადავარჩინო” – განაცხადა ლევან რატიანმა.
ექიმი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საზოგადოებას სოციალური დისტანციისკენ.
„შემთხვევების 80 პროცენტში დაავადების გამავრცელებლები ვართ ადამიანები, ვინც ვირუსის მატარებელი ვართ და არ ვართ დაავადებული, ანუ, არც ერთი კლინიკური ნიშანი არ გვაქვს. აი, ამიტომ უნდა დავიცვათ ყველა წესი და კანონი, რაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის მოწოდებული, რათა ადამიანები არ დავაინფიციროთ“, – განაცხადა ლევან რატიანმა.