გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივნისი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფო კილაძე: ისრაელის ელჩთან შეხვედრისას ქართველი მიგრანტების უფლებრივ მდგომარეობაზე ვისაუბრეთ

21-03-2018

ებრაული უმცირესობების დაცვის კუთხით ქართული სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და ისრაელში ქართველების უფლებრივი მდგომარეობების შესახებ ისაუბრეს დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, შოთა შალელაშვილმა და ისრაელის ელჩმა, შაბთაი ცურმა.


სოფო კილაძის განცხადებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ეთნიკურ უმცირესობებს.


„ჩვენ და ებრაელებს განსაკუთრებული მეგობრობა გვაკავშირებს, რომელიც 26 საუკუნეს მოიცავს. მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო გავაღრმაოთ ურთიერთობები ებრაელებთან. დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ ქართველების უფლებრივ მდგომარეობაზე ისრაელში, განსაკუთრებით, მიგრანტების მდგომარეობაზე, ასევე, ებრაული უმცირესობების დაცვის კუთხით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30