გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს უახლოეს საათებში გადაეცემა

21-03-2018

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოდგილის, კახაბერ საბანაძის განცხადებით, ქართულ მხარეს ოკუპირებული სამაჩაბლოს რეჟიმის წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილის ავტომანქანაც გადმოსცეს.


საბანაძემ გარდაცვლილის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.


"შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მთლიანად მთავრობამ მაქსიმალური გავაკეთეთ და გამოვიყენეთ ყველა ჩვენს ხელთ არსებული ბერკეტი, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა, რომ მომხდარიყო საქართველოს გარდაცვლილი მოქალაქის ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენება. ეს ყველაფერი ინტენსიური მუშაობის შედეგად მოხდა. ასევე, გეტყვით, რომ გადმოცემულია არჩილ ტატუნაშვილის ავტომანქანაც. როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, საქმე აღძრულია საქართველოს სსკ-ის 108-ე და 143-ე მუხლებით და შესაბამისად ავტომანქანას უტარდება საექსპერტო სამუშაოები და აუცილებელი პროცედურების გავლის შემდეგ მოხდება ოჯახისთვის ავტომანქანის გადაცემა.


რაც შეეხება ცხედრის ოჯახისთვის გადაცემის დროს, კონკრეტულ თარიღს, კონკრეტულ საათს ვერ გეტყვით, მაგრამ მე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს მოხდება უახლოეს პერიოდში. ალბათ უახლოეს საათებში, ვინაიდან საგამოძიებო-საექსპერტო პროცედურებია ჩასატარებელი რაც გარკვეულ დროს მოითხოვს. ოჯახისთვის ცხედრის გადაცემა უმოკლეს ვადებში მოხდება.


კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმას, რომ გამოძიება მიმდინარეობს და მოცემული რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურს გავაკეთებთ, რათა ჩვენი გარდაცვლილი თანამოქალაქის მკვლელები კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ. რაც შეეხება, ერგნეთის შეხვედრებს, აღნიშნული ფორმატი აუცილებლად განახლდება. ეს არის ურთიერობის ერთ-ერთი ეფექტური ფორმატი და ამ ფორმატში აუცილებლად გაგრძელდება მუშაობა“-განაცხადა საბანაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031