21-04-2020
საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 2020 წლის წლის პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს მდგომარეობა 0.39 ქულით გაუმჯობესდა და ქვეყანა მე-60 ადგილს იკავებს. საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით უსწრებს ისეთ განვითარებულ ქვეყნებს, როგორიცაა, პოლონეთი, საბერძნეთი, იაპონია, უკრაინა, მალტა და უნგრეთი.
2018 წლის პრესის თავისუფლების ინდექსში, 2017 წელთან შედარებით, საქართველო სამი პუნქტით დაწინაურდა. კერძოდ, ქვეყანა 64-ე პოზიციიდან 61-ე ადგილზე გადავიდა. შეგახსენებთ, რომ 2013 წელს ქვეყანა ამავე ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, პრესის თავისუფლების ინდექსში მე-100 ადგილზე იყო და 2013 წლიდან 40 საფეხურით დაწინაურდა. ექსპერტების შეფასებით, მე-60 ადგილი ისტორიულად საუკეთესო სარეიტინგო პოზიციაა.