გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ერაყში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე ჩარტერული რეისით ჩამოასვენეს

22-04-2020

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ირიანიდან ჩარტერული რეისით 70 მგზავრი ჩამოფრინდა. აღნიშნული რეისით 24 მარტს ერაყში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეც ჩამოასვენეს. ახალგაზრდა კაცი გულის შეტევით გარდაიცვალა. ის საზღვარგარეთ ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც გარდაცვლილის მამა ამბობს, ამ დროის განმავლობაში მათ ემიგრანტები ეხმარებოდნენ.

აჭარის მთავრობის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და იორდანიაში საქართველოს საელჩოს კოორდინაციით, ერაყის რესპუბლიკის ქურთისტანის რეგიონიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად ჩარტერული რეისი განხორციელდა. რეისი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, დიდწილად კომპანია  “რეკან გრუპ ჯორჯიას” მიერ დაფინანსდა.

“ხელისუფლება აგრძელებს ზრუნვას იმ მოქალაქეებზე, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ საქართველოში დაბრუნებაზე, მორიგი რეისი ერაყიდან შესრულდა. გადმოყვანილია ​საქართველოს 70  მოქალაქე, მათ შორის ერთი გარდაცვლილი. ისინი 14-დღიან საკარანტინე პერიოდს გაივლიან და საკუთარ ოჯახებს ამის შემდეგ დაუბრუნდებიან “, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყნებს შორის დაკეტილია სახმელეთო საზღვრები და გართულებულია გადაადგილება.

კვირა
































ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930