გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სასაზღვრო პოლიციის უფროსმა მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცა

21-03-2018

სასაზღვრო პოლიციის უფროსი თეიმურაზ კეკელიძე, მესაზღვრის დღესთან დაკავშირებით, სასაზღვრო სექტორებს - „თრუსოსა“ და „დარიალს“ ესტუმრა.

თეიმურაზ კეკელიძემ აღნიშნულ სასაზღვრო სექტორებზე მომსახურე მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცა და ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის დასაცავად გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.


„სასაზღვრო სამსახურის პასუხისმგებლობა უაღრესად დიდია, ეს პროფესია ძალიან საამაყოა, რადგან წარმოადგენს ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს. შესაბამისად, მე მადლობას ვუხდი თითოეულ იმ მესაზღვრეს, რომელიც პირნათლად ასრულებს თავის მოვალეობას ქვეყნის სამსახურში“- განაცხადა თეიმურაზ კეკელიძემ. მისივე თქმით, სასაზღვრო უწყებაში მიმდინარეობს რეფორმა, რომლის მთავარი მიმართულებები განათლება და განვითარება, ასევე, პირადი შემადგენლობის კარიერული სისტემის შემდგომი დახვეწა, მესაზღვრეების სამუშაო პირობების გაუმჯობესება და საზღვარზე ინფრასტრუქტურული და ლოჯისტიკური პროექტების განხორციელებაა.


„წელს იგეგმება დაახლოებით 4 სექტორის მოდერნიზაცია ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. ასევე, უაღრესად მნიშვნელოვანია ტექნოლოგიის მოდერნიზება იმისათვის, რომ მოხდეს მაქსიმალური გადაფარვა საზღვრის. ყოველივე ამისთვის ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც ქვეყნის შიგნით საზღვრის დაცვაში ჩართულ უწყებებთან, ასევე ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, გამოცდილების გაზიარების, თანამშრომლობის განვითარების და რესურსების მოზიდვის მიზნით.’’ განაცხადა სასაზღვრო პოლიციის უფროსმა.


თეიმურაზ კეკელიძემ სექტორ „თრუსოში“ 3 მესაზღვრე, ხოლო სექტორ „დარიალში“ 8 მესაზღვრე სამკერდე ნიშნებითა და შინაგან საქმეთა მინისტრის მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.


მათ შორის იყო საქართველოს მასშტაბით ყველაზე ახალგაზრდა- 21 წლის მესაზღვრე - გელა ჩაბაკაურoც. ის მესაზღვრედ 2015 წლის დეკემბრიდან მუშაობს. ამჟამად, გელა ჩაბაკაური, პარალელურად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე, ბიზნესის ორგანიზების მართვის სპეციალობით სწავლობს.


შინაგან საქმეთა სამინისტრო მესაზღვრის პროფესიულ დღეს წელს, 21 მარტს უკვე მეცხრამეტედ აღნიშნავს. მესაზღვრის პროფესიული დღე 1999 წელს დაარსდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930