23-04-2020
საქართველოს ექსპრეზიდენტის, ამჟამად ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, როდესაც ის პრეზიდენტის რანგში ბოლო ვიზიტით ბრიუსელში ჩავიდა, ევროკავშირის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა უთხრა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პირდაპირი დავალება და რეკომენდაციაა, რომ სააკაშვილი დაიჭირონ.
სააკაშვილმა ამის შესახებ საპრეზიდენტო თანამდებობისა და საქართველოს დატოვებიდან დაახლოებით 5 თვის შემდეგ განაცხადა.
"მისი დაჟინებული რჩევა იყო, რომ საქართველოს რეპუტაციას გავფრთხილებოდი და დროებით საქართველოდან წავსულიყავი, რადგან ასეთი ნაბიჯი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს მთლიანად მოკლავდა"-განაცხადა სააკაშვილმა, თუმვა მალევე, საქართველოში დაბრუნება დააანონსა.
სააკაშვილის იმდროინდელ განცხადებას გაზეთი "ახალი თაობა" აქვეყნებს.