გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე“ - ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას „ქართული ოცნების“ დუშეთის და ბორჯომის ორგანიზაციები შეუერთდნენ

23-04-2020

„გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე“ - ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დუშეთის და ბორჯომის ორგანიზაციები შეუერთდნენ.

უანგარო დონაციის აქციის ფარგლებში დღეს სისხლი გაიღეს დუშეთის და ბორჯომის მუნიციპალიტეტების მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელმა პირებმა და თანამშრომლებმა, „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციების წევრებმა, აქტივისტებმა და მოხალისეებმა.

აქციას დღეს ასევე შეუერთდნენ „ქართული ოცნების“ ქუთაისის, ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ასპინძის ორგანიზაციები.

უანგარო დონაციის აქციის ფარგლებში სისხლი უკვე გაიღეს „ქართული ოცნების” ზუგდიდის, ქარელის, ხაშურის, კასპის, გორის, თერჯოლის, ყვარლის, ლაგოდეხის, მცხეთის, ორგანიზაციის წევრებმა, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა, აქტივისტებმა და მოხალისეებმა - სულ 500-მდე ადამიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930