გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ადამიანები, ვინც დაკარგავენ ან დაკარგეს სამსახური, დახმარების სახით 1200 ლარს მიიღებენ მაშინ, როცა ამერიკაში, სადაც მშპ ერთ სულ მოსახელზე $65.000-ზე მეტია, მთავრობა $1200-ს აძლევს

24-04-2020


ადამიანები, ვინც დაკარგავენ ან დაკარგეს სამსახური, დახმარების სახით 1200 ლარს მიიღებენ მაშინ, როცა ამერიკაში, სადაც მშპ ერთ სულ მოსახელზე $65.000-ზე მეტია, მთავრობა $1200-ს აძლევს,- ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს და პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგებილ ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას ეხმიანება.

მჭედლიშვილი მიიჩნევს, დღევანდელ პირობებში, საქართველოსთვის გეგმა მაქსიმუმია.


,,ადამიანები, ვინც დაკარგავენ ან დაკარგეს სამსახური, მიიღებენ 1200 ლარს დახმარების სახით, მაშინ როცა ამერიკაში $1200-ს აძლევს მთავრობა. ამერიკაში მშპ ერთ სულ მოსახელზე არის $65.000-ზე მეტი. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ ეფექტური პაკეტია წარმოდგენილი ბიზნესის ისევ ასამუშავებლად და ფინანსური რესუსრების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად მცირე და საშუალო ბიზნესისათვის. როგორც მესმის, ეს არის ანტიკრიზუსული გეგმა, თუმცა კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ, ალბათ, კიდევ იქნება გეგმა წარმოდგენილი ეკონომიკის ასაღორძინებლად”,- წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930