24-04-2020
პანდემიასთან ბრძოლაში სამი მთავარი გამოწვევის- ხალხის ჯანმრთელობის დაცვა, პანდემიით დაზარალებულების სოციალური დახმარება და ეკონომიკის გადარჩენა-განვითარება ფარგლებში წარმოდგენილი გეგმა შთამბეჭდავია,- წერს სოციალურ ქსელში იურისტი თამთა მეგრელიშვილი.
იგი საუბრობს იმ დეტალებზე, რომელსაც ანტიკრიზისული გეგმა მოიცავს.
,, გეგმის მიხედვით -დაქირავებით დასაქმებული პირები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ან გაუშვეს უხელფასო შვებულებაში, დახმარების სახით მიიღებენ 1200 ლარს 6 თვის განმავლობაში.
ყოველ შენარჩუნებულ სამუშაო ადგილზე დამსაქმებელი მიიღებს სახელმწიფო სუბსიდიას. – 6 თვის განმაბლობაში750 ლარის ოდენობის ხელფასი სრულად გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან. 1500 ლარამდე ხელფასი კი, 750 ლარის ოდენობით გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან.
არაფორმალურ სექტორში დასაქმებულები ან თვითდასაქმებულები შემოსავლის დაკარგვის დასაბუთების შემთხვევაში მიიღებენ ერთჯერად დახმარებას - 300 ლარს.
6 თვეში დამატებით საშუალოდ 600 ლარიან დახმარებას მიიღებენ: ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდე ფარგლებშია, ოჯხები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 100 000-მდე ფარგლებშია და ყავთ 3 და მეტი 16 წლამდე ასაკის შვილი, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ასევე შშმ ბავშვები.
გეგმის მიხედვით -ამოქმედდება დღგ-ს ავტომატური დაბრუნების მექანიზმი და გაორმაგდება დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნება; კომერციულ ბანკებს მიეწოდებათ 600 ლარის გრძელვადიანი რესურსი; ბიზნესის მხარდაჭერისთვის დამატებით გამოიყოფა 500 მლნ; წარმოდგენილი გეგმით გათვალისწინებულია ეკონომიკური აქტივობების მხარდაჭერა საქართველოს რეგიონებში, რისთვისაც მოხდება ცვლილებები მცირე მეწარმეობის განვითარების საგრანტო კომპონენტში, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში,გათვალისწინებულია სამელიორაციო საქმიანობის მხარდაჭერა. დაიწყება მიწის სისტემური რეგისტრაციის დაჩქარება - 3 წლის განმავლობაში მოხდება 1,2 მილიონზე მეტ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური რეგისტრაცია და სხვა. მიმდინარე მოვლენების შეფასება და მათზე რიაგირება უნდა მოხდეს დინამიკაში ამიტომ ცალკეულ ეტაპზე შეზღუდვების მოხსნა თუ გამოიწვევს ეპიდემიოლოგიური სურათის გაუარესებას, ლოგიკურია მოხდება მოხსნილი შეზღუდვების ხელახლა დაწესება და შესაბამისი ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა ან სულ მცირე, შეზღუდვების მოხსნის ახალ ეტაპზე გადასვლის გადავადება. ვფიქრობ გონივრულად უნდა შეფასდეს სახელმწიფოს რესურსები და გონივრულად დაფასდეს ამ რესურსის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები“,- წერს თამთა მეგრელიშვილი