გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: უკრაინაში სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ისევე, როგორც მიუღებელია ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის კიევის რესტორანში თმებით თრევა და ომონით გამოყვანა

24-04-2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო და უკრაინა ერთმანეთის სტრატეგიული პარტნიორები არიან და გრძელვადიან პერსპექტივაში, ამ სტრატეგიულ პარტნიორობას ვერაფერი, მათ შორის ვერც ვიწროპარტიული კონიუნქტურა ვერ შეცვლის.

თუმცა, როგორც გახარიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მიუღებელია, რომ საქართველოში ბრალდებული და უკვე გასამართლებული პირი უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე დაინიშნოს.
„სტრატეგიული პარტნიორის მიერ საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.

ასევე, ჩემთვის მიუღებელია ჩემი ქვეყნის პრეზიდენტის უკრაინის რომელიღაც რესტორანში თმებით თრევა და ომონის თუ პოლიციის ძალით იქედან გამოყვანა.

რა თქმა უნდა, თუ უკრაინა მსგავს ნაბიჯს გადადგამს და სააკაშვილი თანამდებობაზე დაინიშნება, ამას საქართველოს მხრიდან რეაქცია მოჰყვება.

ჩვენ ჯერ უკრაინიდან ელჩი არ გამოგვიწვევია, მაგრამ ასეთი ნაბიჯის შემთხვევაში ჩვენ ელჩს, როგორც მინიმუმ კონსულტაციებისთვის გამოვიწვევთ“-განაცხადა გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930