გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: ჯანმრთელობა და ეკონომიკა - ჩვენ ორივე მიმართულებით უნდა გავიმარჯვოთ

24-04-2020

ყველას კარგად გვესმის, რომ კრიზისულ მენეჯმენტს ჰქონდა რამდენიმე ძირითადი გამოწვევა. ეს გახლავთ პანდემიის სწრაფი გავრცელება, რაც ნიშნავს მოქალაქის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე ზრუნვა და შემდგომ, ეკონომიკის გადარჩენა. ორი ფრონტი - ჯანმრთელობა და ეკონომიკის გადარჩენა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ არანაირი აზრი, ცალკე აღებული, რომელიმე ფრონტზე გამარჯვებას, გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელობა არ აქვს. მისივე თქმით, ყველამ სრულად უნდა გაიაზროს, რომ ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ ორივე მიმართულებით.

„ამიტომ, ის ბალანსი, რომელიც უნდა გვეპოვა, როდესაც ვიღებდით საკმაოდ მკაცრ ზომებს შეზღუდვების, მოქალაქეებისთვის, კომპანიებისთვის, მეწარმეებისთვის, უნდა დაგვებალანსებინა იმ რისკებით, რომლის წინაშეც დგებოდა ჩვენი ჯანდაცვის სისტემა. ეს არის ის ძირითადი მოცემულობა, რომელიც უნდა გაგვეთვალისწინებინა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, შეიძლება, ბევრზე უფრო ადრე დავიწყეთ მსგავსი ღონისძიების გატარება, ეს არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მოვდუნდეთ. თუმცა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეკონომიკის გახსნის ნაბიჯებიც ასევე დროულად უნდა დავიწყოთ სხვებისგან განსხვავებით იმ მიზნით, რომ როდესაც პანდემიას დასძლევს მთელი მსოფლიო, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ძირითადი გლობალური კონკურენცია გავრცელდება და განვითარდება ქვეყნების ეკონომიკებს შორის. ამისთვის საქართველო და სახელმწიფო უნდა იყოს მზად," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930