გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ემიგრანტები: საქართველომ იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ამერიკამ და ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამ

24-04-2020

უმრავლესობის დეპუტატის, დიმიტრი სამხარაძის სტატუსს, სადაც იგი იტალიის მაგალითზე საუბრობს და ამბობს, რომ იტალიის მთავრობამ დაახლოებით 3 კვირის წინ 100-150-200 ევროს ოდენობით ერთჯერადი დახმარება გასცა მათზე, ვისაც მცირე შემოსავალი ჰქონდა, გადასახადები კი 3 თვით, შეღავათის გარეშე გადაუვადა მოსახლეობას, სოციალურ ქსელში იტალიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში მცხოვრები ემიგრანტების გამოხმაურება მოჰყვა.

ისინი ამ ქვეყნებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ საქართველომ იმაზე სწორი ნაბიჯები გადადგა და იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ამერიკამ და ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამ.
ერთერთი მათგანი, მაია კიკვაძე, ესპანეთის მაგალითზე საუბრობს და ამბობს, რომ ესპანეთში ჯერჯერობით არანაირი დახმარება არ გაუციათ.

"ესპანეთში ჯერჯერობით არანაირი დახმარება არ გაუციათ. თქვეს, ვინც კონტრაქტით მუშაობდა და შეუწყდა, 400 ევრო "მიეცემათ". უკონტრაქტოებს, თუ ბედი აქვთ და ოჯახი იკისრებს, ხო კარგი. რაც შეეხება პირბადეებს ვალენსიაში, აფთიაქში ასე მითხრეს, მხოლოდ 65 წლის ზემოთ, ან ქრონიკულად დაავედებულებისთვისაა უფასოო და ისე, უბრალო პირბადე 4,50 ევრო ღირს. მეამაყება ჩემი ქვეყანა და ხელისუფლება“,- წერს ემიგრანტი.

აქვე უცვლელად გთავაზობთ უმრავლესობის დეპუტატის, დიმიტრი სამხარაძის სტატუსს:

"სანამ ჩვენი სამშობლოს მავნებლები და სვეწკი გოიმები სხვა ქვეყნების მაგალითების მოყვანას და ხალხის მოტყუებას დაიწყებენ, დავასწრებ და იტალიის სახელმწიფოს მიერ გაცემული დახმარებების შესახებ გიამბობთ - ახლახანს, მაქსიმუმ 3 კვირის წინ გასცეს ჯერჯერობით ერთჯერადი დახმარება მათზე, ვისაც მცირე შემოსავალი ჰქონდა, ისიც 100-150-200 ევროს ოდენობით, გადასახადები კი 3 თვით გადაუვადეს და არანაირი შეღავათი, სულზე უნდა დაერიგებინათ 5 ცალი ნიღაბი, გუშინ გამოაცხადეს და დღეს თითქმის ყველა აფთიაქთან განთავსებულია წარწერა - ნიღბები გათავდა და რიგს ნუ დაიკავებთო. რაც შეეხება გაჭირვებულებისთვის და საბავშვო ბაღებიდან პროდუქტების დარიგებას, ვისაც კი ვუთხარი, ყველას გაუკვირდა და სულ “ბრავისიმა” იძახეს. ყველაფერი შედარებითია და თუ ობიექტურად ვიმსჯელებთ, უნდა ვაღიაროთ, რომ ქართული ოცნების გუნდის გადაწყვეტილებები არის უპრეცენდენტო და არასდროს, არცერთ მთავრობას, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჰყავდა დამოუკიდებლობის ისტორიაში, ხალხისათვის 1 თეთრის დახმარება არ გაუცია. ჩვენ ჩვენი საქმე ვაკეთოთ, იმათმა იჭორიკნონ”,- წერს დიმიტრი სამხარაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930