25-04-2020
ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 456 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
მათ შორის 132 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 გარდაიცვალა.
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 4949 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 555 ადამიანი რჩება.