გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივლისი 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარნეულიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზებას რამდენიმე კომპანია ახორციელებს

25-04-2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, შოთა რეხვიაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
ბოლო ორი დღის განმავლობაში, მსხვილმა სადისტრიბუციო კომპანიებმა და ადგილობრივმა გადამზიდებმა, რომლებიც შეუფერხებლად მუშაობენ, მუნიციპალიტეტის სოფლებიდან, სარეალიზაციოდ, დაახლოებით, 250 ტონა ბოსტნეული გაიტანეს.

პროდუქტის ჩაბარების პროცესს სამართალდამცველები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები აკონტროლებენ. დაცულია სოციალური დისტანცია, ადგილობრივებს დაურიგდათ პირბადეები. სასოფლო-სამეურნეო პროდუქტით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ჩართულობით ხორცილდება.

მუნიციპალიტეტში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისა და ოპერაციული მართვის შტაბის ჩართულობით, სამუშაო შეხვედრაც გაიმართა, სადაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზების საკითხებზე იმსჯელეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031