გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის მერი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

21-03-2018

დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. თბილისის მერმა ღონისძიების მონაწილე პატარებს საჩუქრები გადასცა და მათ დედაქალაქის მერიისგან მაქსიმალურ მხარდაჭერას დაჰპირდა.
კახი კალაძის განცხადებით ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვსი რომ განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ყველა ადამიანს თანაბარი საარსებო პირობები ჰქონდეს.
"დღევანდელ დღეს მთელი მსოფლიო აღნიშნავს. ჩვენც მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ საზოგადოებას დაუნის სინდრომთან დაკავშირებით და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ყველა ადამიანს თანაბარი საარსებო პირობები ჰქონდეს. "მზის შვილებმა" არაერთი მაგალითი გვაჩვენეს, თუ როგორ უნდა იყვნენ წარმატებული, რისთვისაც თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდებათ. მათ მერიისგან შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ" - განაცხადა კახა კალაძემ.
ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია "მზის შვილების" ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც კახა კალაძესთან ერთად, თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბირბიჩაძე დაესწრნენ.
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, სხვადასხვა ღონისძიება იმართება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031