26-04-2020
"ბოროტი კორონაცები და გოიმი, ჩაჯვი ტელეკანალიზაცია გააფთრებით უტევენ ფრონტის წინა ხაზზე მყოფ ჩვენს სახელოვან მედიკოსებს"-ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, მავნებლები მორალური ტერორით ცდილობენ ფრონტის წინა ხაზზე მყოფი პროფესიონალების, საამაყო მედიკოსების დაკნინებას.
"მორალური ტერორით გინდათ დაასუსტოთ და მოშალოთ სისტემა? არ გამოგივათ მარგინალო, უვიცო მავნებლებო! ჩვენ საამაყო ექიმებს, ექთნებს, მომვლელებს სრულიად საქართველო შინ და გარეთ უჭერს მხარს.
თქვენ კი, კორონაცებო, დარჩებით იმ ჩაფუშულ, აქოთებულ ნაჭუჭში, რომელთანაც მიკარება სირცხვილია, გოიმობაა, ანტისანიტარიულია.
საამაყო მედიკოსების დამუნათებას დავინახავ ჩემ კედელზე და ჩაიბლოკება ის აქოთებული ავსული! ;)
მადლობა და პატივისცემა ფრონტის წინა ხაზზე მყოფ პროფესიონალებს!"-წერს აბაშიძე.