გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკოლოზ მეტრეველი: თითოული ჩვენგანის ვალია, დავუდგეთ გვერდით ექიმებს და არ მივცეთ საშუალება ქვეყნის მტრებს, სათავისოდ გამოიყენონ არსებული რთული მდგომარეობა

26-04-2020

"ორი გვამის მოსურნე ვანო მერაბიშვილი და მისი თანამოაზრეები ბინძური მეთოდებით ცდილობენ გააშავონ გმირი ექიმების საქმიანობა"- ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ყველას ვალია, ექიმებს გვერდით დავუდგეთ და მტრებს არსებული რთული მდგომარეობის სათავისოდ გამოყენების უფლება არ მივცეთ.

"პაატა იმნაძემ ბრძანა დღეს: საბოდიშო არ უნდა იყოს, რომ საქართველოში ათობით და ასობით დაღუპული არ არის, რომ ათასობით და ათიათასობით ადამიანი ავად არ არის, რომ საავადმყოფოები გადავსებული არ არის, თუ ეს საბოდიშოა, ბოდიშს მოვიხდით.

ანუ რაშია საქმე: ორი გვამის მოსურნე ვანო მერაბიშვილი და მისი თანამოაზრეები ბინძური მეთოდებით ცდილობენ გააშავონ გმირი ექიმების საქმიანობა.

მეგობრებო, თითოული ჩვენგანის ვალია, რომ დავუდგეთ ექიმებს გვერდით და არ მივცეთ საშუალება ქვეყნის მტრებს სათავისოდ გამოიყენონ არსებული რთული მდგომარეობა"-წერს მეტრეველი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031