გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უცხოური მედია: სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა შარია და ზელენსკის პარტიას მის გასაყვანად შეიძლება საკმარისი ხმები არც აღმოაჩნდეს

28-04-2020

"ზელენსკიმ ვერ გათვალა კარგად. სააკაშვილის რეპუტაცია ვაშინგტონში შერეულია, ხოლო ბრიუსელსა და ბერლინში - უარყოფითი. შეიძლება კიევშიც არეულია აქვს საქმე. სააკაშვილის დანიშვნა შარია და პრეზიდენტის პარტიას მის გასაყვანად შეიძლება არც აღმოაჩნდეს საკმარისი ხმები“,-ამის შესახებ სტატიაში ,, სააკაშვილისკენ შეტრიალება უკრაინას არ წაადგება“, რომელსაც ,,The National Interest” აქვეყნებს.

სტატიის თანახმად, სააკაშვილის დანიშვნა შარია და პრეზიდენტის პარტიას მის გასაყვანად შეიძლება არც აღმოაჩნდეს საკმარისი ხმები

"თუ მიშამ ვერ გაამართლა რეგიონის გუბერნატორად, რატომ აბარებს მას პრეზიდენტი ეროვნული რეფორმების წარმართვას? ამის ორი მიზეზი იკვეთება - პირველი, რომ ზელენსკის რეიტინგი კლებულობს და სასოწარკვეთილია რაიმეთი დაიწეროს ქულები. ის ხალხს დაპირდა უკრაინას გავამდიდრებო, აღმოსავლეთ უკრაინაში ომს დავასრულებო და მექრთამეობას მოვსპობო. აქამდე სამით ნულს აგებს, არადა უკვე ერთი წელია ქვეყანას მართავს. უკრაინა ევროპის უღარიბეს სახელმწიფოდ რჩება, არადა ომი გრძელდება, რაც დანარჩენი მსოფლიოს ყურადღების მიღმა რჩება. ტრაბახა ადამიანები ფრონტის ხაზზე მუღწეულ წინსვლას მოიშველიებენ, მაგრამ ნოემბრის სამიტის შემდეგ დიდი არაფერი მიღწეულა და მეორე, უკრაინა დასავლეთს უნდა დაუტკბეს და საერთაშორისო სავალუტო ფონდი დაარწმუნოს, რომ მას კიდევ ერთი მრავალ-მილიარდიანი პროგრამა დაუმტკიცდეს. აქამდე საერთაშრისო სავალუტო ფონდს სურვილი არ გასჩენია ამგვარი ხელშეკრულებისთვის ხელი მოეწერა, რადგან მართებულად აწუხებს ის ფაქტი, რომ ოლიგარქი იჰორ კოლომინსკი ცდილობს მის ყოფილ ფინანსურ დაწესებულებაზე - პრივატბანკზე - კონტროლი დაიბრუნოს. საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან 8 მილიარდი დოლარის მისაღებად უკრაინამ უნდა მიიღოს კანონები მიწის საკუთრებისა და საბანკო სისტემის რეფორმის შესახებ. მიწის საკუთრების შესახებ რეფორმის საკანონმდებლო პაკეტი დიდი ძალისხმევით იქნა მიღებული, თუმცა კოლომინსკისთან მოკავშირეებმა პარლამენტი წალეკეს საბანკოს სისტემის რეფორმის უსარგებლო ცვლილებების პროექტებით. აქ ზელენსკიმ ვერ გათვალა კარგად. სააკაშვილის რეპუტაცია ვაშინგტონში შერეულია, ხოლო ბრიუსელსა და ბერლინში - უარყოფითი. შეიძლება კიევშიც არეულია აქვს საქმე. სააკაშვილის დანიშვნა შარია და პრეზიდენტის პარტიას მის გასაყვანად შეიძლება არც აღმოაჩნდეს საკმარისი ხმები“,- ნათქვამია "The National Interest”-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930